კომპანიის შესახებ

გაიგეთ მეტი ჩვენი კომპანიის შესახებ

შ.პ.ს "ჯ.ი.ე.ს" _ი არის ქართული იმპორტ ექსპორტის სერვისი, რომელიც ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ეწევა პრემიუმ ხარისხის პროდუქტის საქართველოში შემოტანას და მის ქართულ ბაზარზე დისტრიბუციას. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენი პარტნიორები არიან ბრენდები, რომელთა სახელი და ხარისხი ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს ასორტიმენტში შემავალი პროდუქცია იწარმოება ჰოლანდიაში, ბელგიაში, პოლონეთში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში და სხვა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

ჩვენ ვთანამშრომბლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან როგორებიც არის: McCain, DaySeaDay, QuadrumFoods, ResFood, Limito, Dijo, Aryzta, Drosed, Citti, Oerlemans, Robo, Manuelito, Silarus, Planets Pride, Tana, Desly.

კომპანია ჯიესი უკვე მრავალი წელია ბაზარზე ინარჩუნებს სანდო, ერთგული და საიმედო პარტნიორის სახელს. ჩვენი პარტნიორი არის საქართველოში არსებული თითქმის ყველა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და 600 - მდე კაფე-რესტორანი

ჩვენს კომპანიას ხელეწიფება კლიენტის დაკვეთით ნებისმიერი ტიპისა და რაოდენობის პროდუქტის ჩამოტანა. 

კომპანიის საიტზე შესაძლებელია შეკვეთის გაკეთება. დღის 12 საათამდე გაკეთებული შეკვეთა მომხმარებელს მიეწოდება იმავე დღეს, 12 საათის შემდეგ გაკეთებული შეკვეთა კი მომდევნო სამუშაო დღეს. თბილისის მასშტაბით გაკეთებული შეკვეთის თანხობრივი ოდენობა უნდა აღემატებოდეს 75 ლარს, მას კი ადგილზე უფასოდ მოგიტანთ ჩვენი კურიერი.

ამჟამად ჩვენი კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს პრემიუმ ხარისხის საკვები პროდუქტის დისტრიბუციას, კომპანია მუდმივად ვითარდება და ცდილობს იყოს თავისი მომხმარებლის საიმედო პარტნიორი.

მისია და ხედვები

კომპანია "ჯ.ი.ე.ს" _ის მისია და ხედვები გამორჩეულია ბაზარზე არსებული კომპანიების ხედვებისგან. კომპანიისთვის პრინციპები მთავარია და ნებისმიერ ფასად ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ჩვენს მიერ მოცემული პირობა. ჩვენი პროდუქტი არ არის გენმოდიფიცირებული და მრავალწლიანი დაუღალავი შრომის ხარჯზე ჩვენ ვინარჩუნებთ მოწინავე პოზიციას ბაზარზე, როგორც ხარისხით ასევე ფასით.